"საქართველოს პარკურისა და ფრირანის ფედერაცია” – ეს არის ახლად აღმოცენებული სპორტული დისციპლინების (პარკურისა და ფრირანის) განვითარებისა და გავრცელების ხელშეწყობისათვის შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2009 წლის 2 სექტემბერს ჯგუფ "GT CreW”-ს წევრების მიერ. ფედერაციის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ქართველ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მათ ფიზიკურ ზრდა-განვითარებას და სხვადასხვა სახის – როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ბარიერების გადალახვას. პარკურსა და ფრირანს უკვე მრავალი ერთგული მოვარჯიშე და ფანი ჰყავს საქართველოში. ვიმედოვნებთ, რომ მათი რაოდენობა მუდმივად გაიზრდება.
|