» საიტზე დარეგისტრირებული სულ: 38 თვის განმავლობაში: 0 კვირის განმავლობაში: 0 გუშინდელი: 0 დღევანდელი: 0 » მათ შორის საიტის ადმინი: 6 სერვერის ადმინი: |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
მთავარი რეგისტრაცია შესვლა RSS |
მოგესალმები Guest |
მთავარი » 2010 » ივნისი » 10 » რა არის ტრეისერი?რა არის ფრირანი?
10:51 AM რა არის ტრეისერი?რა არის ფრირანი? |
რა არის ტრეისერი?
ტრეისერი (ადამიანი, რომელიც პარკურითაა დაკავებული) კაფავს საკუთარ გზას მიუხედავად იმისა, არის თუ არა ამ გზაზე რაიმე დაბრკოლება. თუკი უფრო სწრაფი და რაციონალურია გაღებულ ჭიშკარში შერბენა, ვიდრე ღობის გადახტომა, ტრეისერი ასე მოიქცევა.ტრეისერის ერთ-ერთი მოთხოვნა არის კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი ფიქრის უნარი, რომელიც მიიღწევა ყოველდღიური ფიზიკური და გონებრივი ვარჯიშების საშუალებით, ეს კი ეხმარება ადამიანს უკეთ მოერგოს გარემოს მუდმივად ცვლად პირობებს.ტრეისერისათვის საზღვრები პრაქტიკულად არ არსებობს, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ საზღვრები და ნორმები – ორი განსხვავებული რამეა. ტრეისერი პატივისცემით ეპყრობა საკუთარ თავს, გარშემომყოფებსა და ასევე იმ ადგილს, სადაც ვარჯიშობს. საუბარია ჭეშმარიტ ტრეისერზე, რომელიც არის ძლიერი სულით და სხეულით, რომელიც აცნობიერებს მის მიერ არჩეულ გზას და მის სერიოზულობას, და ასევე ის არ არღვევს სხვების უფლებას. სამწუხაროდ, არსებობენ ე.წ. ფსევდო-ტრეისერები, რომელთა მიერ პარკურის არასწორი აღქმა განაპირობებს პარკურის ნეგატიური აღქმის 90%-ს გარშემომყოფების მიერ.ნამდვილი ტრეისერის ქცევის ნორმები შეიძლება შემდეგნაირად აღვწეროთ: მოძრაობა ნებისმიერი მარშრუტით, თუკი ეს არ ლახავს სხვის უფლებებს და თავისუფლებას. ექსტრემალურ სიტუაციაში – მოძრაობა ნებისმიერ მარშრუტით; არ ეწევა, არ სვამს ალკოჰოლურ სასმელებს ვარჯიშის დღეს; პატივისცემით ეპყრობა ვარჯიშის ადგილს; არ ეწევა ვანდალიზმს; არ ვარჯიშობს სხვის საკუთრებაზე; ეხმარება სხვა ტრეისერს; ცდილობს დაეხმაროს ადამიანებს, რომლებიც მოხვდნენ უსიამოვნო სიტუაციაში.ტრეისერი ლახავს სხვადასხვაგვარ წინააღმდეგობას ისე, როგორც მას ეს სურს და ამავდროულად იცავს იმ ნორმებს, რომლებიც მას ავალდებულებენ ხელი არ შეუშალოს სხვა ადამიანების ცხოვრებას.
"ნებისმიერი ტრეისერი მოძრაობს საკუთარი თავის სრულყოფის მიმართულებით, არც ერთი მოძრაობა არ ექვემდებარება მკაცრ კლასიფიკაციას. ტრეისერი, როგორც მხატვარია-ის თვითონ ხატავს საკუთარ გზას ბეტონზე, ასფალტზე, ხეებსა თუ კლდეებზე. განვითარებასთან ერთად ის ამატებს ახალ, უფრო მკვეთრ ფერებს და ვერც ერთი მის მიერ განვლილი ეტაპი ვერ დაასრულებს მის ნახატს, რადგან ის მთელი ცხოვრების მანძილზე იხატება და იცვლება ხასიათებსა და ტონში. ხატვის სტილი ინდივიდუალურია და არ ღირს ამ უნიკალურობის გაფუჭება სტერეოტიპთან ან ნორმასთან მისადაგებით. საჭიროა ზრდა და განვითარება საკუთარ სტილში, რომელსაც შენ ქმნი საკუთარი ხერხებითა და მეთოდებით".
პარკურის მომავალი ბედი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამს მასსაზოგადოება, ხოლო საზოგადოება აღიქვამს ისე, როგორც მიაწვდის მათ ინფორმაციას მასკომუნიკაცია და კომუნიკაციის სხვა საშუალებები. მათი საშუალებით ხდება ტრეისერის ქცევის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, თუმცა ხშირად ეს ინფორმაცია ატარებს უფრო ნეგატიურ ხასიათს და იმის მაგივრად, რომ საზოგადოებამდე მიიტანოს ამ დისციპლინის საწყისი იდეები, ის ტრეისერს წარმოაჩენს, როგორც კანონისა და სოციალური ნორმების დამრღვევს, რის შედეგადაც საზოგადოებას უყალიბდება არასწორი წარმოდგენა ტრეისერის საქმიანობაზე. ამის შედეგად გვევლინება ის, რომ ხელისულება და საზოგადოება უკმაყოფილებითა და გაუგებრობით უყურებს ტრეისერების ქმედებებს და ამით ის შორდება მათ. წარმოიქმნება გარკვეული სახის დისტანცია, რომელიც არ უწყობს ხელს პარკურის დისციპლინის არსის გაგებას. ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ არ ესმის და ისინი იძახებენ პოლიციას, როგორც კი ხედავენ ტრეისერებს. ასეთ ადამიანებს აქვთ რეალობის ჩაკეტილი წარმოდგენა. მათთვის ნორმასთან შეუსატყვისობა ნიშნავს გადახრას, რომელიც მიუღებელია საზოგადოების მიერ.აღსანიშნავია ის, რომ თუკი მივუდგებით გადახრების საკითხს, შეიძლება ვთქვათ, რომ ბევრი რამ არის გადახრა – ელიტარული სპორტსმენი, ადამიანის გენიალურობა – ეს ნორმიდან გადახრაა.მთავარი ის კი არაა, თუ რაა "ნორმალური”, არამედ ის, თუ რისი მიტანა გვსურს საზოგადოებამდე.თუმცა რეალობა ისეთია, რომ არსებობენ ნორმები და კანონები, რომლებიც არ უნდა
დავარღვიოთ, რადგან ტრეისერებისათვის მნიშვნელოვანია არა კონფლიქტი მათ გარშემო, არამედ ის იდეა, რომლის მიტანაც მათ სურთ საზოგადოებამდე.ის, რასაც აკეთებენ ტრეისერები – ეს ნამდვილად ზრდის და აუმჯობესებს ადამიანს და მათ სურთ, რომ ეს ზრდა და გაუმჯობესება გახდეს ნორმა.პარკური ხელს უწყობს სამყაროს მსოფლმხედველობისა და იმ წარმოსახვითი საზღვრების გაფართოებას, რომლებშიც მომწყვდეულია ადამიანი მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე. ეს სამყაროს ახლებური, თავისებური ხედვაა. ის ებრძვის შიშს, სძლევს მას და ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების რწმენასა და თავდაჯერებულობას მატებს, რითაც საგრძნობლად უადვილებს მას გარემოში ადაპტაციას.ტრეისერს, როგორც წესი, გააჩნია ადაპტაციის მესამე ფორმა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მას შეუძლია ცხოვრებისეული გეგმების ფორმირება და მიზანმიმართული მოღვაწეობა, რასაც ახორციელებს კიდეც და პარკური გამოდის მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის განუყოფელი ნაწილის როლში და არ წარმოადგენს გარკვეულ პროტესტს ან დაუკმაყოფილებლობას.პარკური, რომელიც ორგანიზმს სძენს წონასწორობასა და მდგრადობას სოციალური გარემოს ზემოქმედების მიმართ, ხელს უწყობს ინდივიდის სოციალურ ადაპტაციას გარემოსთან.
თუმცა, თუკი საზოგადოება ბიჭ-ტრეისერებს (traceur) უფრო ლოიალურად აღიქვამს და მათ მხოლოდ ფსიქიკურ მოუმწიფებლობას მიაწერს, გოგო-ტრეისერის (traceuse) შემთხვევაში საქმე გვაქვს არამარტო ფსიქიკურ მოუმწიფებლობასთან, არამედ როლურ დისტანციასთანაც, როდესაც საზოგადოებას გააჩნია გარკვეული მოლოდინები, რომ გოგო იქნება იმ გენდერული როლის მატარებელი, რაც მას წარედგინება. იმის გამო, რომ პარკური აღიქმება, როგორც პატარა ბიჭების თამაში, გოგოს მიერ მსგავსი ქცევის განხორციელება შეუსაბამობაში მოდის იმ როლურ მოლოდინებთან, რაც საზოგადოებას გააჩნია პარკურით დაკავებული მდედრობითი სქესის წარმომადგენლების მიმართ, რაც უფრო დიდ და მკაცრ კრიტიკას იწვევს საზოგადოებაში მათ მიმართ. დამკვიდრებული სტერეოტიპების მიხედვით, თანაბარ ასაკში ყოფნისას, მდედრობითი სქესის წარმომადგენელს მოეთხოვება მომწიფებულობისა და ფსიქიკური განვითარების უფრო მაღალი დონე, რაშიც აზროვნების უფრო მაღალი დონეც ივარაუდება, ხოლო იმ დისციპლინით დაკავება, რომელიც უფრო მოუმწიფებელი ასაკის ინდივიდებისთვისაა დამახასიათებელი ზრდის დისტანციას გოგო-ტრეისერსა და საზოგადოებას შორის. შედეგად, დაბრკოლების სახით ჩნდება კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც საზოგადოებრივი აზრის სახელითაა ცნობილი და ხშირად ეს დამატებითი ფაქტორი დიდ ზეწოლას ახდენს გოგო-ტრეისერზე, განსაკუთრებით ისეთ ტრადიციულ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო. თუმცა, მიუხედავად ამისა, პარკურს ორივე სქესის წარმომადგენლისათვის მოაქვს მსგავსი დადებითი შედეგები, რომელთაგან ერთ-ერთი არის ინდივიდის ადაპტაციური პოტენციალის ზრდა, რაც ზრდის ინდივიდის შესაძლებლობების ხარისხს ჩაერთოს გარემოს ახალ შეცვლილ პირობებში. როდესაც ადამიანი იწყებს ამ დისციპლინაზე ვარჯიშს, ის იცვლება – მისი ცოდნა მდიდრდება, მისი პიროვნება და მასთან ერთად მიზნებიც იცვლება, ხოლო შემდეგ უკვე იცვლება ადამიანის ფიზიკური ფორმა და შესაძლებლობები.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინგლისში, სოციალურად მომჭირნე უბნებში, სადაც ტრეისერები უფასოდ ავარჯიშებდნენ ბავშვებს, დამნაშავეობის დონემ იკლო 69%-ით. მიღებული მაჩვენებლები საფუძველს გვაძლევენ ვიმედოვნოთ, რომ ახლო მომავალში ტოლერანტობა გაუმჯობესების შესამჩნევ ხარისხს მიაღწევს და როგორც ტრეისერი, ისევე სოციალური გარემოც აღიარებს ქცევის ეტალონების თანაბარ ღირებულებას ერთმანეთის მიმართ, ეს კი შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი საზოგადოება ჩასწვდება პარკურის ფილოსოფიისა და მისი დანიშნულების, ასევე ტრეისერის მიზნის ჭეშმარიტ არსს და მაშინ, როდესაც ჩვენ მივადგებით იმ მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც მოიცავს ნორმებისა და მორალის განსაზღვრას, რომლებსაც ჩვენ თვითონ ვქმნით, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ერთ-ერთი ასეთი ნორმა არის სწორედ – ადამიანი, ძლიერი სულით – ანუ ის, რასაც პარკური მიზნად ისახავს. მისთვის არაა მთავარი პოპულარულობა.
ტრეისერებს არ უყვართ მასობრივი ინფორმაციის წყაროებში გამოჩენა, თუკი ისინი არ ასახავენ პარკურის მთლიან არსს, მის იდეოლოგიას და არ გადმოსცემეს მას მთლიანობაში. ზოგი იტყვის, რომ თუკი ტრეისერები არ გამოჩნდებიან ამ წყაროებში, მაშინ ისინი არ გახდებიან ცნობილნი და მაშასადამე, მათი ხელოვნებაც არავის გადაეცემა, ტრეისერები კი პასუხობენ – "ეს არაა პრობლემა, რადგან ხელოვნება, რომელიც ჩვენში არსებობს, ნებისმიერ შემთხვევაში იქნება გადაცემული. რადგან ეს ისეთი დიადი რამაა, რომ მისი საკუთარ თავში შეკავება შეუძლებელია…”
პარკური – ეს ხომ პირველ რიგში ხელოვნებაა, რაციონალური გადაადგილების, აზრების, თავისუფალი მოძრაობის ხელოვნება. ეს არის ცხოვრების ფილოსოფია, და
მხოლოდ ამის შემდეგ – გადაადგილება. საჭიროა, პირველ რიგში გავიგოთ პარკურის ფილოსოფია, ხოლო შემდეგ – გადავაადგილდეთ წინ.
გამარჯვებულებს ერგებათ ყველაფერ
ი… მაგრამ პარკურში არაა ჯილდოები. უდიდესი ძალისხმევის შედეგად მოდის უდიდესი ჯილდოც. ჩვენ არ უნდა მივცეთ შიშს უფლება შეგვიპყროს. ჩვენ უნდა ვიპოვოთ დარწმუნებულობა და გავრისკოთ და ჯილდო – ჩვენი კმაყოფილება იქნება.
რა არის ფრირანი?
ფრირანი არის სახე ქუჩის აკრობატიკის. ამ დისციპლინით დაკავებულებს მოიხსენებენ "ფრირანერებად”. მათ ნაგებობების მეშვეობით, უნდა გამოიყენონ ქალაქის და სოფლის ლანდშაფტი თავიანთი ილეთის შესასრულებლად. ფრირანში გაერთიანებულია პარკურის ეფექტური მოძრაობები, მასში დამატებულია ესთეთიკური და აკრობატული ილეთბი, როგორიცაა "ქუჩის ტრიუკები”. რთულია განსაზღვრო ამ დისციპლინის ილეთების სპეციფიკა. დიდი ყურადღება ექცევა ილეთების თავისუფლებას და სილამაზეს. პარკურის მრავალი ტექნიკა, როგორიცაა "ვაულტები”, შესაძლოა შესრულდეს მეტი ესთეთიკური გზით, მიუხედავად ამ ფაქტისა, ეს იწვევვს გადაადგილებისას მოძრაობის სისწრაფის შემცირებას. ფრირანი ჩვეულებისამებრ ისწავლება დარბაზებსა და ქუჩაში სადაც დაბრკოლებათა ბარიერებია. ტერმინი ფრირანი წარმოიშვა "ჯამფ ლონდონ”-ის გადაღების დროს, რათა წარმოედგინათ პარკურის განამრტება ინგლისურად. რატომღაც ფრირანი და პარკური განცალკევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ფიზიკურად მსგავსები არიან, ისინი განსხვავდებიან ფსიქოლოგიური და აზრობრივი მხრით.ფრირანის დამფუძნებელმა "სებასტიან ფუკამ” თავისი დისციპლინა განსაზღვრა როგორც "თვით განვითარება”, "მიყევი საკუთარ გზას”. თავიდან პარკურის საზოგადოება, ყოველთვის წინააღმდეგი იყო სერიოზული შეჯიბრებების იდეისა, რადგან ეს ეწინააღმდეგებოდა პარკურის დაწესებულ ფილოსოფიას. სებასტიან ფუკა ამბობს ერთ-ერთ თავის ინტერვიუში, მიუხედავად იმისა რომ იმართება ჩემპიონატები ფრირანში, მას არ მოსწონს შეჯიბრება, ეს არ არის თავისი "გზა”, მაგრამ ეს შეიძლება იყოს სხვა ადამიანის გზა. 2008 წლის 4 სექტემბერს ჩატარდა პირველი ჩემპიონატი ფრირანში, რომელიც გაიმართა ლონდონში ჯგუფ "Urban Freeflow”-ს ხელმძღვანელობით. დღესდღეობით მრავალი ჩემპიონატი ტარდება ფრირანში მსოფლიოს მასშტაბით. დღემდე ბევრი მსჯელობა მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ რა არის ფრირანი და დღემდე დამაბნეველია მისი მკაფიო განმარტება. დამაარსებლებს ამ შემთხვევაზე არასდროს ქონიათ დისკუსია, ეხლა კი მუშაობენ ამ გაუგებრობის შესწორებაზე.
|
კატეგორია: PK-სტატიები |
ნანახია: 936 |
დაამატა: chinela
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|