პარკური ჰებერტის ისტორია
ჯორჯ ჰებერტმა(1875-1957) დიდი ზეგავლენა მაოხდინა საფრანგეთში, ფიზიკური განათლების განვითარებზე. ყოფილი საზღვაო ფლოტის ოფიცერი, მოგზაურობდა მსოფლიოს ირგვლივ პირველ მსოფლიო ომამდე. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ადგილობრივი აფრიკელი მოსახლეობის ფიზიკურმა განვითარებამ. " მათი სხეული იყო შესანიშნავი, მოქნილი, სწრაფი, ამტანიანი და გამძლე. მათ არ ყავდათ მასწავლებელი მაგრამ ისინი ცხვორბდნენ ბუნებაში”. – ჯ. ჰებერტი
1902 წელს, სან-პიერის ქალაქ მონტეკნეკაში, როდესაც კატასტროფულმა ვულკანის ამოფრქვევამ ქალაქი მსხვერპლით მოიცვა, ჰებერტმა გმირულად გაუძღვა თავის მოვალეობას და 700 ადამიანი იხსნა ამ კატასტროფისგან. მასში ამ ექსპერიმენტმა დიდი ეფექტი მოახდინა და განიმიმტკიცა თავისი რწმენა, რომ ათლეტურ უნარში უნდა იყოს შერწყმული მამაცობა და ალტრუიზმი. ჰებერტმა ეს ეთოსი ჩადო თავის დევიზში "Etre fort pour être utile”, "იყავი ძლიერი, რათა იყო სარგებლის მომტანი”.
საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ, ჰებერტი გახდა ფიზიკური განვითარების მასწავლებელი კოლეჯ რიამში, სადაც საფუძველი დაუდო საკუთარ სისტემას ფიზიკურ განათლებაში და შექმნა ვარჯიშები რომ ესწავლა თავისი "ნატურალური მედოდი”. აგრეთვე "ნატურალური” ვარჯიშის რეჟიმი, რომელსაც უკვირდებოდა აფრიკაში. ის ინსპირირებული იყო ბერძნულ-რომაული სკულპტურით, რაზეც გამოსახული იყო ადამიანის კლასიკური სხეული. ჰებერტის სისტემამ შეამსუბუქა სკლეროზი სამკურნალო გიმნასტიკით და შვედური პოპულარული ფიზიკური კულტურის მეთოდით. ჰებერტს სწამდა, რომ შეჯიბრზე და შესრულებაზე კონცენტრაციით შეჯიბრებითმა სპორტმა გადაუხვია ფიზიკური განვითარების გზას , როგორც მის ფიზიოლოგიურ ფუძეს, ასევე მის უნარს განავითაროს ჭეშმარიტი მორალური ღირებულებები. სხეული, გონება და სული
ჯორჯ ჰებესტისთვის, რომელზეც ზეგავლენა მოახდინა ფილოსოფ და პედაგოგ-თეორეტიკოსის, ჟან-ჟაკ რუსოს სწავლებებმა "კეთილშობილი ველურის” შესახებ, მხოლოდ ბუნების დაკვირვებას შეეძლო ადამიანი მიეყვანა ფიზიკური განვითარების სწორ მეთოდებამდე. ის წერდა: "ფიზიკური განათლების ბოლო მიზანი არის ძლიერი არსებების შექმნა. წმინდა ფიზიკური მნიშვნელობით, ნატურალუირ მეთოდი საუბრობს ორგანული რეზისტენტულობის ხარისხებზე, მუსკულატურასა და სიჩქარეზე სიარულის, სირბილის, ხტომის, ოთხ კიდურზე გადაადგილების, ცოცვის, ბალანსის დაჭერის, ტყორცნის, აწევის, საკუთარი თავის დაცვისა და ცურვის კუთხით.” "მომწიფებული” ან ენერგეტიკული მნიშვნელობით, სისტემა შედგება საკმარისი რაოდენობის ენერგიისგან, ნებისყოფისგან, სიმამაცისგან, სიმშვიდისაგან და გამძლეობისგან. მორალური მნიშვნელობით, განათლება, ემოციების გამომჟღავნების ზრდის გათვალისწინებით შეიცავს მორალურ "ქსოვილს” გამოყენებითობისა და სარგებლის მოტანის კუთხით. ჭეშმარიტი ნატურალური მეთოდი, უფრო ფართო მნიშვნელობით უნდა მოიაზროს, როგორც სამი სპეციფიკური ძალის შედეგი; ეს არის ფიზიკური ძალის, მომწიფებისა და მორალის სინთეზი. ის არსებობს არამარტო კუნთებსა და სუნთქვაში, არამედ ყველა "ენერგიაში”, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ნებისყოფასა და გრძნობაში, რომელიც მას წარმართავს. ჰებერტმა განსაზღვრა ნატურალური მეთოდის შემდეგი მთავარი პრონციპები და ფუნდამენტური წესები: 1. მუშაობის ერთიანობა, განუყოფელობა. 2. მუშაობა ძალისხმევის საპირისპირო ალტერნატივის თანახმად. 3. სამუშაოს ინტენსივობის გრადიენტი. 4. თავდაპირველი ჟანგის მოშორება (გაცხელება) და საბოლოო დამშვიდება (მთარგმნელის შენიშვნა – აზრზე არ ვარ ეს რას ნიშნავს!) 5. მუშაობის რაოდენობის დაყოფა ნაწილებად და ამ ნაწილების განზოგადება. 6. ტემპის მისადაგება (არჩევა). 7. ხანგრძლივობის მისადაგება (არჩევა). 8. მუშაობის ფლექსიბილურობა (მოქნილობა). 9. სწორი ატიტუდი და სუნთქვა. 10. თავისუფლება სრულს ხდის თითოეული მონაწილის ქმედებას, კოლექტიური სამუშაოს შესრულების დროსაც კი. 11. წამზომით დანიშნულ დრო. 12. ტექნიკური შესრულების გაუმჯობესება. 13. სუსტი წერტილების ძიება და მათი შესწორება. 14. ბუნებრივ გარემოში მუშაობა, ცუდი ამინდის მიუხედავად. 15. სიხარულის გამოხატვა მხარდაჭერის მიზნით. უნარი იმღერო და იტირო. 16. ენერგიის ვირილიზაცია ან დამუშავება. 17. კეთილშობილი გრძნობების მორალიზირება (მორალის გამოტანა) ან დამუშავება. 18. შეჯიბრი (თუ მიბაძვა?) მომწიფების ეს ხარისხები მოპოვებულია გარკვეული რთული ან საშიში სავარჯიშოების შესრულების გზით, რომლებიც მოითხოვდნენ ამ განსხვავებული ხარისხების განვითარებას. მაგალითად, როდესაც იკვლევდნენ დაცემის, ხტუნვის, ასვლის, ყვინთვის, არასტაბილურ ზედაპირზე სიარულისა და სხვა მსგავსი რაღაცეების შიშის კონტროლს.
ჰებერტის შთამომავლობა
ჯორჯ ჰებერტის სწავლებებმა განაგრძო თავისი არსებობა პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროსაც და გახდა ფრანგული სამხედრო ფიზიკური განათლების სტანდარტული სისტემა. მან ასევე გავლენა მოახდინა გერმანელი ტანმოვარჯიშეების მოძრაობებსა და ანგლო-საქსურ სპორტზე. ის ასევე იყო ქალებისათვის ვარჯიშის განმაპირობებელი. თავის ნაშრომში "დაკუნთული და მოქნილი სილამაზე”, რომელიც 1921 წელს გამოიცა, ჰებერტმა გააკრიტიკა არამარტო კორსეტების მოდა, არამედ ფიზიკური უაქტივობა ქალებს შორის თანამედროვე ევროპულ საზოგადოებაში. ნატურალური მეთოდის გამოყენებით მან გააკეთა ფიზიკური, ენერგეტიკული და მორალური განვითარების სინთეზი. ის წერდა, რომ ქალებს შეეძლოთ საკუთარ თავში დარწმუნებულობის, ნებისყოფისა და ათლეტური უნარის განვითარება ისევე კარგად, როგორც ამას მამაკაცები აკეთებდნენ. ჰებერტმა დაწერა წიგნების გარკვეული რაოდენობა ნატურალურ მეთოდზე. ერთ- ერთი მისი საყვარელი თეორია ეხება განსაკუთრებულ ინტერესს პარკურის განვითარების საკითხში: "ნატურალური მეთოდის სესია შედგება სავარჯიშოებისგან, რომლებიც მოიცავენ ათ ფუნდამენტურ ჯგუფს; სიარულს, სირბილს, ხტომას, ოთხ კიდურზე გადაადგილებას, ცოცვას, ეკვილიბრიზმს (ბალანსის დაჭერას), სტყორცნას, აწევას, საკ. თავის დაცვასა და ცურვას. სავარჯიშო სესია შედგება იმ ვარჯიშებისაგან, რომელიც უნდა გაკეთდეს გარეთ – "დიდი ან უფრო პატარა დისტანციის კურსი (ასეული მეტრიდან რამდენიმე კილომეტრამდე), რომლის განმავლობაშიც ადამიანი მიდის, მირბის, დახტის, ოთხ კიდურებზე გადაადგილდება, დაცოცავს, ბალანსს იჭერს, იწევა, სტყორცნის, იბრძვის და დაცურავს.”
კურსი შეიძლება ჩატარდეს ორი გზით: 1. ნატურალური ანუ სპონტანური გზით, ანუ განუსაზღვრელი მარშრუტით სოფლის ფარგლებში. 2. სპეციალურად შექმნილ გარემოში. ყველა ვარჯიში შეიძლება შესრულდეს ამ გარემოში განვითარების გზით. და ბოლოს, სესია შეიძლება გაგრძელდეს 20-დან 60 წუთამდე.”
ამგვარად, ჰებერტი იყო "parkour”-ის, ანუ წინაღობათა იმ ფიზიკური ვარჯიშის კურსის განმავითარებლებს შორის, რომელიც ახლა არის სტანდარტული არმიაში. ასევე მან ხელი შეუწყო ფიტნესის განვითარებასა და საკ. თავში დარწმუნებულობის ხარისხის ამაღლების კურსებს. ფაქტობრივად, ტყის შეჯიბრის კურსები, რომლებიც მოიცავენ საბალანსო ჯოხებს, კიბეებს, თოკზე ჩამოკიდებებს და ა.შ. – ხშირად აღწერილია, როგორც "ჰებერტიზმი” ან "ჰებერტის კურსები” როგორც ევროპაში, ასევე ჩრდ. ამერიკაშიც. ასევე შესაძლებელია მივყვეთ თანამედროვე სათამაშო დანადგარებს და გადავხედოთ ჰებერტის თავდაპირველ გამოგონებებს ადრეულ 1900-ში. როგორც ყოფილმა მეზღვაურმა, ჰებერტმა, შესაძლოა, გადაიღო რაღაც დებულებები წინაღობების შესახებ, რომლებიც იპოვა გემის გემბანზე. ის ასევე იყო ბუნებრივ გარემოში "ნატურალური” ანუ სპონტანური პარკურის ვარჯიშის განმავითარებელი. 1955 წელს იყო ნატურალური მეთოდის 50 წლისთავი და ჰებერტმა საფრანგეთის მთავრობისაგან სახელმწიფოსთვის გაწეული საქმის გამო მიიღო ლეგიონის ღირსების ორდენის მეთაურის წოდება.
1957 წელს, ჯორჯ ჰებერტმა, შემდგომში კი ზოგადი პარალიჩის მსხვერპლმა, დაიმსახურა დიდი პატივისცემა მისი გამბედაობის გამო, როდესაც მან დაიწყო სიარულის, ლაპარაკისა და წერის თავიდან შესწავლა. ის გარდაიცვალა ამავე წლის 2 აგვისტოს, მაგრამ მისი შთამომავლობა ჯერ კიდევ ცოცხალია. ჯერ კიდევ არის სკოლები და გიმნაზიები ევროპაში, რომლებიც შეასწავლიან ფიზიკური ვარჯიშის ნატურალურ მეთოდს, ზოგიერთებში ის შენარჩუნებულია მათი საკუთარი ნატურალური "parcours” სახით. არც თუ ისე დიდი ხნიხ წინ ჰებერტის სწავლებებისა და აზიური საბრძოლო ხელოვნების ნაერთმა გავლენა მოახდინა პარკურის, როგორც "მოძრაობის ხელოვნების” განვითარებაზე.
რაიმონდ ბელის ოჯახი
რაიმონდ ბელი დაიბადა "ფრანგულ ინდოჩინეთში” (დღევანდელი ვიეტნამი). პირველ ინდოჩინურ ომში მას დაეღუპა მამა და 1954 წელს, ვიეტნამის გაყოფის შემდეგ მოაშორეს დედას. რაიმონდი წაიყვანა საფრანგეთის არმიამ დალატში და მიიღო სამხედრო განათლება. 1958 წელს, "დიენ ბიენ ფუ”-ს ომის შემდეგ, რაიმონდი დააბრუნეს საფრანგეთში და გააგრძელა სამხედრო განათლება. 19 წლის ასაკში, თავისმა ფიზიკურმა მონაცემებმა საშუალება მისცა სათავეში ჩადგომდა პარიზის სახანძრო მომსახურებას. ( sapeurs-pompiers ). თავისი ათლეტური შესაძლებლობებით, რაიმონდი გახდა ლეგიონის ჩეპიონი თოკზე ცოცვაში და იგი შეუერთდა პოლკის ელიტარულ ჯგუფს, სადაც იყვნენ ყველაზე ძლიერები და მოხერხებულები. მათ ეძახდნენ ყველაზე რთული და საშიში მისიების შესრულების დროს. რაიმონდი თავისი მამაცობით, თავგანწირვით და გამბედაობით თავი გამოიჩინა პარიზელი მეხანძრეების ოპერაციაში, როდესაც დაიწვა ვერტმფრენი. თავისმა მედლებმა და საგმირო საქმეებმა მას დიდი სახელი მოუტანა. იგი იყო არაჩვეულებრივი მეხანძრე და მან შთააგონა მომავალ ახალგაზრდა თაობას, განსაკუთრების თავის შვილს, დევიდ ბელს. დევიდზე დიდი ზეგავლენა იმოქმედა გმირულმა ისტორიებმა. რაიმონდმა თავის შვილს გააცნო დაბრკოლებათა კურსის ვარჯიშები და ჰებერტის "ნატურალური მეთოდი.” დევიდი ასევე დაკავებული იყო საბრძოლო ხელოვნებებით და გიმნასტიკიტით. ის ფიქრობდა, რომ გამოეყენებინა თავისი ათლეტური შესაძლებლობები პარქტიკული მიზნებისათსთვის. 17 წლის ასაკში მან დატოვა სკოლა და განაგრძო თავისი ძალებისა და უნარის განვითარება, რათა ყოფილიყო სარგებლის მომტანი, როგორც მამამ ურჩია მას. იამაკასის შექმნის ისტორია
1987 წელს ქალაქ ლისში დევიდ ბელემ გაიცნო სებასტიან ფუკა. ახალგარზდა ყმაწვილი მალევე დაინტერესდა დევიდის გატაცებით და მათ ერთად ვარჯიში დაიწყეს. ამავდროულად აკეთებდნენ სტრუქტურას და არქმევდნენ ილეთებს სახელებს. გარკვეული დროის შემდეგ მათ შეუერთდა კიდევ რამდენიმე ამხანაგი. ასე გაჩნდნენ იამაკასები – ტრეისერების პირველი ჯგუფი მსოფლიოში. იამაკასი ლინგალას ენაზე (ლინგალა – ბანტუს ჯგუფის ენა, რომელიც გავრცელებულია კონგოს რესპუბლიკაში) ნიშნავს "ადამიანს ძლიერი სხეულითა და სულით”.
დევიდი, სებასტიენი, იანი, შარლი, მალიკი, გილენი, შო და უილიამი ესენი იყვნენ ის რვა მეგობარი ვინებმაც შექმნეს ჯგუფი Yamakasi. მათ სჯეროდათ თავიანთი ტალანტის და ამიტომ გადაწყვიტეს რომ გახდომილიყვნენ პროფესიონალები და ეცხოვრათ თავიანთი ხელოვნებით. 1997 წლის 31 მაისს შეიქმნა ასოციაცია "გადაადგილების ხელოვნების ასოციაცია” ( "The Art Of The Movement Association” ). ისინი მუდმივად ვარჯიშობდნენ. მეგორბრებისა და ახლობლების დახმარებით ხდებოდნენ სულ უფრო და უფრო ცნობილნი. ჯგუფმა გამოუშვა რამოდენიმე რეკლამა და მათი პირველი რეპორტაჟი სპორტულ გადაცემაში "stade 2” ფრანგულ ტელევიზიაში, რის შემდეგაც, 1988 წელს მეგობრებს შესთავაზეს ტრიუკების შესრულება სახელგანთქმულ მიუზიკლში "ნოტრ დამ დე პარი.” ჯგუფის 5 წევრი დაინტერესდა მუშაობით. ეს იყო პირველი სერიოზული კონტრაქტი და პარკურის გავრცელების ახალი ხერხი. მაგრამ დევიდი იყო ამის კატეგორიული წინააღმდეგი. ის თვლიდა, რომ მისი მომზადების დონე ზედმეტად მაღალი იყო იმისათვის, რომ დაეხარჯა ის მიუზიკლში 2 წელი სტატისტად მუშაობის სახით. დევიდი და სებასტიანი ფიქრობდა რომ მიუზიკლი გააქრობს მათ ინდივიდუალიზმს და მოწოდებებს (დევიდის მოწოდება იყო – კინო და სებასტიანის განათლება). წარმოდგენები, ტელევიზია, კინო ეს არის ის რაზეც ისინი ყოველთვის ოცნებობდნენ, მაგრამ ისინი ყოველთვის მიისწრაფოდნენ თავიანთი ხელოვნების ინდივიდუალურობისთვის. მეორეც, სიუჟეტის მიხედვით იამაკასებს უნდა შეესრულებინათ მოხერხებული ქურდების როლი, ბელესთვის კი პარკურის ამგვარი განმარტება იყო მიუღებელი. მას არ სურდა, რომ თავდაპირველადვე ადამიანებს დაეწყოთ პარკურის, როგორც ისეთი ხელოვნების აღქმა, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ცუდი მიზნებისათვის. სებასტიენი ეთანხმებოდა დევიდს და მათ დატოვეს ჯგუფი. ასოციაციაც დაიშალა 1998 წლის 17 თებერვალს. ეს იყო იამაკასის დასასრული, როგორც ასეთი, მაგრამ პარკურს ელოდა კიდევ ერთი განსაცდელი. დევიდმა და სებასტიენმა აგრეთვე დაკარგეს საერთო ენა. მარტოდ დარჩენილნი ისინი ცდილობდნენ ევარჯიშათ პარკურის ახალგაზრდა მიმდევრებთან, ახალ ჯგუფებთან ერთად, რომლებიც ჩნდებოდნენ საფრანგეთში.
2000 წლის 31 მაისს შეიქმნა ახალი ასოციაცია –” პარკურის ასოციაცია” (” Parkour Association"). სებასტიანი ასოციაციის პრეზიდენტია. "ხელოვნების სიყვარულისთვის" (” for the love of the art” ) ეს არის მათი დევიზი, რომლითაც დაიწყო პარკურის დისციპლინის ახალი ისტორია. ჟერომი, სტეფანი, სებასტიანი – ესენი არიან ფილოსოფიის ახალი მიმდევრები. დევიდ ბელი აღარაა დაინტერესებული მაგ საქმეში.
ფილმს "იამაკასები: ახალი სამურაები” დევიდმა პროსტიტუცია უწოდა. მიუხედავად ამისა, ამან ხელი არ შეუშალა მას მონაწილეობა მიეღო ლუკ ბესონის სხვა პროექტებში. თუმცაღა ბელემ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ იამაკასები ოდესმე გადაიღებენ პარკურისთვის ღირსეულ ფილმს. ყოფილ მეგობრებზე ის მშვიდად საუბრობს და თბილად იხსენებს სებასტიან ფუკას. ბელეს საუკეთესო მეგობარი ამჟამად არის კასკადიორი სირილ რაფაელი რომელთან ერთადაც მან ითამაშა ფილმში "მე-13 რაიონი”.
აი ასეთი არაჩვეულებრივი და საინტერესოა "ჯგუფი იამაკასის” (Les Yamakasi) ისტორია. ქალაქი ლისი (Lisses) ძველებურად რჩება პარკურის სამშობლოდ და საუკეთესო ადგილად ტრეისერების სავარჯიშოდ. ყოველი წლის 20 ივლის, დაწყებული 2002 წლიდან, ლისში ტარდება პარკურის დღეები (Days Of Parkour ან PK Days), რომლებშიც მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდა ჯგუფები რომლებსაც თავში სებასტიან ფუკა უდგათ.
რა არის პარკური?
ადამიანი ბავშვობიდანვე ცდილობს გადალახოს რამე წინააღმდეგობა ანსაზღვრები. თავდაპირველად ეს აკვანია, რომლიდანაც ბავშვი გამოსვლას ცდილობს, შემდეგ ეს მისი ეზოს საზღვრებია, საიდანაც ის გადის მისთვის ჯერ კიდევ უცნობი სამყაროს შესაცნობად. ყველა ბავშვს იზიდავს ბავშვობაში ხეებზე ცოცვა – ზოგს იმიტომ, რომ სიმაღლე უყვარს, ზოგი კი იმიტომ, რომ საკუთარი შიში გადალახოს. როდესაც ადამიანი იზრდება, ხშირად ის ხდება შორს იმისგან, რასთანაც ჰქონდა შეხება ბავშვობაში, მისი ქცევები უფრო შებოჭილია, ხოლო საკუთარ სიჩქარეს ის ავლენს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას დილით ეჩქარება სამსახურში.ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ქალაქში, უნებლიედ ან ნებით ხდება მოვლენისა და დროის ტყვე. ის დადის იქ, სადაც არის გზა ან გზად არ ხვდება ღობე. ქალაქი თითქოსდა გვბოჭავს, უფრო ნაკლებად აქტიურებს გვხვდის და გვიტოვებს ნაკლებ არჩევანს.ხშირად ადამიანს დაკარგული აქვს საკუთარი მთლიანობის შეგრძნება, რაც ხელს უშლის სამყაროს გაგების საზღვრების გაფართოებაში.იმისათვის, რომ გაუმკლავდე ნებისმიერ სიტუაციას, პირველ რიგში, უნდა შეიცნო საკუთარი თავი, შეეცადო შექმნა ჰარმონია სხეულსა და სულს შორის, შეაფასო შენი ახლანდელი შესაძლებლობები და დაიწყო ბრძოლა შენს შიშებთან, ნაკლთან, რაშიც გეხმარება ისეთი ახლად აღმოცენებული სუბკულტურა, როგორიცაა პარკური. პარკური (ფრ. parcour, დამახინჯებული სიტყვიდან parkour (დისტანცია), წინაღობების ხაზი) – ესაა გადაადგილების ხელოვნება, რომელიც მდგომარეობს ერთი წერტილიდან მეორემდე მანძილის გადალახვაში მინიმალურ დროში საკუთარი სხეულის შესაძლებლობების გამოყენებით. ის შეიცავს განსაკუთრებულ ფილოსოფიას (მსოფლმხედველობას), მსუბუქ ათლეტიკას, საბრძოლო ხელოვნებებს და ბილდერინგს (კედლებზე ცოცვას).
პარკური ცოტა ხნის წინ შეიქმნა და არ არსებობს მისი მკაფიო განმარტება საზოგადოებისათვის, თუმცა მიუხედავად ამისა ის იწვევს ადამიანების დიდ ინტერესს. მისი შესწავლა საფუძველს გვაძლევს ის შევიტანოთ ერთ-ერთ ახალგაზრდულ მოძრაობაში, თუმცა აქვე აღსანიშნავია ის, რომ ეს სუბკულტურა არ წარმოადგენს ანტისოციალურ ახალგაზრდულ მოძრაობას და მისი დანიშნულება მდგომარეობს სხვების დახმარებაში. პარკური დისციპლინაა, რომელიც წარმოადგენს საკუთარი სხეულის ფლობის უნარების ერთობლიობას, რომლებმაც საჭირო მომენტში შეიძლება პოვონ გამოყენება ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ სიტუაციაში. პარკური არც სპორტია, არც ექსტრემი და არც პოლიტიკა, ეს ამ ცხოვრებაში არსებობის ხერხია.ეს არის შენი მთლიანობის აღქმა, გაგება და თანამშრომლობა საკუთარ სხეულთან, ამავდროულად თანაარსებობა ქალაქთანაც. ეს რომანტიკაა, ემოციების აფეთქება, ვნება, მოძრაობების თავისუფლება. თუმცაღა გაჩნდა მონათესავე დისციპლინა ფრირანი რომელმაც მიიღო ექსტრემალური დატვირთვა და შეჯიბრებებიც ტარდება მსოფლიოს მასშტაბით. პარკური – ეს ცხოვრებაა. ის ცვლის ცნობიერებას და აიძულებს ადამიანს ყველაფერი სხვანაირად აღიქვას. იმას, თუ როგორ ხდება ეს, მიხვდება მხოლოდ ის ადამიანი, ვინც თვითონ ასრულებს უკვე გარკვეულ ილეთებს. მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების შეგრძნება, წარმატება შიშისა და ტკივილის დაძლევაში აფართოებს სამყაროს გაგების საზღვრებს. რეალობის აღქმის შეცვლის გარეშე პარკური შეუძლებელია. ცხოვრება პარკურის წესების მიხედვით – არის მუდმივი მოძრაობა და ყოველთვის მხოლოდ სწორი ბილიკით. უკან არდახევის სურვილის ქონა აქ გარდაიქმნება გადალახვის უნარში. აქ საფრთხე არაა საფრთხის გამო და ადრენალინი – ადრენალინის გამო. ყველაფერი სრულდება ცხოვრებისადმი დიდი წყურვილით, მოძრაობის გაგრძელების სურვილით. სწორედ ასე ჟღერს პარკურის არაოფიციალური დევიზი "იყოს და გრძელდებოდეს” (ტო ბე ანდ ტო ლასტ). პარკური – მამაცობის, გარემოსთან და საკუთარ სხეულთან კონტაქტის დასაწყისია, როდესაც ყველაფერი მოდის ჰარმონიაში, პარკური ფიზიკური დატვირთვების უბრალო სისტემიდან გადაიზრდება ნამდვილ ხელოვნებაში. პარკურში არ არსებობს არც შეჯიბრი, არ შეიძლება იყოს არც შური ან სიძულვილი, არ გზღუდავს არანაირი ნორმებით, აქ უნდა იყოს თავისუფლება, მოძრაობის, გადაადგილების, აზრების თავისუფლება.
არასწორ ვარჯიშს ხშირად მივყავართ არასასურველ შედეგებამდე ან ტრავმებამდე. ამან შეიძლება გამოიწვიოს მყესების დაჭიმულობა, ტკივლის რამდენიმე თვის განმავლობაში, წოლითი რეჟიმი, მოტეხილობები… უბედურ შემთხვევათა უმრავლესობაზე, რომელიც დამთავრდა სიკვდილით, საერთოდ არ შეიძლება საუბარი როგორც ისეთზე, რაც პარკურისთვისაა დამახასიათებელი. ეს უფრო მოზარდების დაუფიქრებელი ქცევებია, რომლებიც განხორციელდა პარკურის ზეგავლენით. ბავშვები უფრო მიდრეკილნი არიან ემოციონალური აღტკინებისაკენ შეასრულონ ესა თუ ის ილეთი, რომელიც ნახეს ეკრანზე. ბავშვებს არ შეუძლიათ რეალურად შეაფასონ მომზადების აუცილებელი დონე და ამ ილეთების საფრთხის რეალური დონე. შესაბამისად, სწორედ მსგავსი შემთხვევებიდან იგებს საზოგადოება პარკურის შესახებ, რასაც შემდგომ მივყევართ ამ სუბკულტურის არასწორ ან დამახინჯებულ აღქმამდე, რის შედეგადაც საზოგადოებას უყალიბდება ნეგატიური დამოკიდებულება არამარტო მის მიმდევრების, არამედ თვით ამ კულტურის მიმართაც, ეს კი ხელს უშლის პარკურის საზოგადოებისათვის სწორი კუთხით დანახვასა და მისი დადებითი მხარეებისა და მისი ძირითადი იდეების გაცნობიერებას. პარკური – ეს ბავშვური თამაშია, რომელიც გახდა ცხოვრების, გადაადგილების ხელოვნება. სასირცხვილოა იმაზე ფიქრი, რომ როდესაც ჩვენ ვიზრდებით, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ თამაში. ბრიუს ლი ამბობდა: "ითამაშეთ, მაგრამ ითამაშეთ სერიოზულად”.
პარკურით დაკავების მოტივაცია მარტივია-სიყვარული ხელოვნებისადმი, მომთხოვნებლობა და პატივისცემა. ყურადღება, რომელსაც ვუთმობთ შეგრძნებებს -უმნიშვნელოვანესია. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მოტივაცია. ყველა შეგრძნება და ემოცია დაკავშირებულია თავისუფლების განცდასთან. იგი ძალიან ღრმა სტილია შინაარსისა და იდეოლო გიის მხრივ. პარკურის ფილოსოფიის სოც. კრიტიკის ფუნქციის მიხედვით, პარკური ახორციელებს საზოგადოებაში არსებული საგნების წესრიგის კრიტიკას. ის ხელს უწყობს სამყაროს მსოფლმხედველობისა და იმ წარმოსახვითი საზღვრების გაფართოებას, რომლებშიც მომწყვდეულია ადამიანი მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე. ეს სამყაროს ახლებური, თავისებური ხედვაა.პარკურს გააჩნია ასევე აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო ფუნქცია, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ის ებრძვის შიშს, სძლევს მას და ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების რწმენასა და თავდაჯერებულობას მატებს, რითაც საგრძნობლად უადვილებს გარემოში ადაპტაციას.ძირითადი იდეები, რომლებსაც ეყრდნობა პარკური შემუშავებული იყო ჰერბერტის მიერ ნატურალური მეთოდის შემუშავებისას. მის საფუძვლად დევს ალტრუიზმი, როგორც ღირებულება – იყო ძლიერი, რათა იყო სარგებლის მომტანი, რაც თავიდანვე მიანიშნებს იმაზე, რომ ქცევის ნორმები მოცემულ სუბკულტურაში თავიდანვე ატარებს დადებითი მიზნების ხასიათს, ხოლო უარყოფით აღქმას ქმნის მხოლოდ იმათში, ვისაც სწრაფი გადაადგილება შეიძლება მოეჩვენოს აგრესიული ან სახიფათო, რადგან საფუძვლად უდევს უჩვეულო, არასტანდარტული გზით გადაადგილება ქალაქში, რაც გადის იმ საგნების საზღვრებს გარეთ, რომლებიც არსებობენ ქუჩაში.
|